Wednesday, March 28, 2012
ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები მუსიკაზე
”მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა.”
ფრიდრიხ ნიცშე
"ერთი კარგი რამ მუსიკის შესახებ არის ის, რომ როდესაც იგი გარტყამს, შენ ტკივილს ვერ გრძნობ.”
ბობ მარლი
”ის, ვინც ცეკვავს, გიჟად მიაჩნიათ ადამიანებს, რომლებსაც მუსიკა არ ესმით.”
ჯორჯ კარლინი
"მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას, რაც არღვევს სიჩუმეს.”
ვიქტორ ჰიუგო
"მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს."
პლატონი
"მუსიკა არის ღვინო, რომელიც სიჩუმის ჭიქას ავსებს."
რობერტ ფრიპი
"მუსიკა არის კაცობრიობის საუკეთესო ენა."
ჰენრი უოდსოუორთ ლონგფელო
"პოპ მუსიკა გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის, როკ მუსიკა კი გეუბნება, რომ ყველაფერი არ არის კარგად, თუმცა შენ ის შეგიძლია შეცვალო."ბონო(ჰოლ დევიდ ჰიუსონი)
"მუსიკა ჯადოსნური გასაღებივითაა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ გულს აღებს."
მარია ვონ ტრაპი
"მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია."
ვოლფგანგ ამადეი მოცარტი
"იქ სადაც სიტყვები მთავრდება, მუსიკა იწყება."
ჰეინრიხ ჰაინე
"თუ ფრენას ვერ მასწავლი, სიმღერა მასწავლე"
ჯ.მ.ბარი
"მუსიკა მაგიის ყველაზე ძლიერი ფორმაა."
მერლინ მენსონი
"მეკითხებიან, როგორ ვქმნი მუსიკას. მე ვეუბნები,რომ უბრალოდ ვაბიჯებ მასში,როგორც მდინარეში შეაბიჯებ და ნაკადს გაყვები. ყოველ წუთს მდინარეში აქვს თავისი სიმღერა."
მაიკლ ჯაქსონი
"მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგანაც მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები."
ბონო(ჰოლ დევიდ ჰიუსონი)
"მადლობა ღმერთს, რომ არსებობს წიგნები, მუსიკა და საერთოდ ყველაფერი,რაზეც შემიძლია ვიფიქრო - ჩარლი გორდანი"
დანიელ კისი
"ცხოვრება ლამაზი მელოდიასავით არის, მხოლოდ ტექსტი აქვს არეული."
ჰანს კრისტიან ანდერსონი
"მე ჩემს ცხოვრებას მუსიკის საზღვრებში ვხედავ."
ალბერტ აინშტაინი
"სიყვარული მუსიკაზე აწყობილი მეგობრობაა."
ჯექსონ პოლოკი
"მუსიკა სხვანაირად ჯღერს მისთვის, ვინც მას ასრულებს. ეს არის მუსიკოსის უბედურება."
პატრიკ როთფუსი
"მითხარი რას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ შენ."
ტიფანი დებარტოლო
"ნებისმიერი კარგი მუსიკა უნდა იყოს ინოვაცია."
ლეს ბაქსტერი
"მუსიკა არ ცვლის სიტყვებს. ის უბრალოდ ფონს აძლევს მას."
ელი ვისელი
გამოთქმები მუსიკაზე
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ვაუ,რა კარგი სტატიაა :) მე მომწონს.მომავალში წარმატებებს გისურვებ :) ყოჩაღ
ReplyDeleteZdaan magaria
ReplyDelete