Wednesday, March 28, 2012
რა არის მუსიკა?
რა არის მუსიკა? სიმართლე გითხრათ, არასდროს მიცდია ამ კითხვაზე პასუხი გამეცა... მუსიკა ეს არის ხელოვნების სახე, რომელიც ჩვენს ფანტაზიასა და წარმოსახვაზეა დაფუძნებული და ჩვენს ფსიქიკაზეც აქტიურად მოქმედებს. იგი ხომ ადამიანთა ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს... მუსიკა ადამიანის ნაწილია და ალბათ მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სამყაროს არსებობა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ალბათ ბევრი დამეთანხმება.
რატომ არის, რომ ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ყურთსასმენები უკეთია და მუსიკას უსმენს? რატომ არის, რომ სახლში ყოფნისას - კომპიუტერთან, ტელევიზორთან ძალიან ხშირად მუსიკას ვუსმენთ? სწორედ იმიტომ, რომ მუსიკა ადამიანის განუყრელი ნაწილია და ყოველთვის ასე იქნება. ჰეინრიხ ჰაინეს სიტყვებს მოვიყვან მაგალითად და გეტყვით, რომ "სადაც სიტყვები მთავრდება, იქ მუსიკა იწყება"... მუსიკა სიჩუმეს, სიცარიელეს ავსებს...
მუსიკა უბრალოდ ალამაზებს ცხოვრებას...
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment