Wednesday, March 28, 2012

ცნობილ ადამიანთა გამონათქვამები მუსიკაზე





”მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა.”
ფრიდრიხ ნიცშე


"ერთი კარგი რამ მუსიკის შესახებ არის ის, რომ როდესაც იგი გარტყამს, შენ ტკივილს ვერ გრძნობ.”

ბობ მარლი


”ის, ვინც ცეკვავს, გიჟად მიაჩნიათ ადამიანებს, რომლებსაც მუსიკა არ ესმით.”
ჯორჯ კარლინი

"მუსიკა გამოხატავს იმას, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ და იმას,  რაც არღვევს სიჩუმეს.”
ვიქტორ ჰიუგო


"მუსიკა სამყაროს აძლევს სულს, გონებას ფრთებს, შენს ფანტაზიებს ფრენის საშუალებას, ცხოვრებას კი ყველაფერს."
პლატონი


"მუსიკა არის ღვინო, რომელიც სიჩუმის ჭიქას ავსებს."
რობერტ ფრიპი

"მუსიკა არის კაცობრიობის საუკეთესო ენა."
 ჰენრი უოდსოუორთ ლონგფელო


"
პოპ მუსიკა გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის, როკ მუსიკა კი გეუბნება, რომ ყველაფერი არ არის კარგად, თუმცა შენ ის შეგიძლია შეცვალო."ბონო(ჰოლ დევიდ ჰიუსონი)

"მუსიკა ჯადოსნური გასაღებივითაა, რომელიც მასთან ახლოს მყოფ გულს აღებს."
მარია ვონ ტრაპი


"მუსიკა არა ნოტებში, არამედ მათ შორის არსებულ სიჩუმეშია."
ვოლფგანგ ამადეი მოცარტი


"იქ სადაც სიტყვები მთავრდება, მუსიკა იწყება."

ჰეინრიხ ჰაინე

"თუ ფრენას ვერ მასწავლი, სიმღერა მასწავლე"
ჯ.მ.ბარი

"მუსიკა მაგიის ყველაზე ძლიერი ფორმაა."
მერლინ მენსონი

"მეკითხებიან, როგორ ვქმნი მუსიკას. მე ვეუბნები,რომ უბრალოდ ვაბიჯებ მასში,როგორც მდინარეში შეაბიჯებ და ნაკადს გაყვები. ყოველ წუთს მდინარეში აქვს თავისი სიმღერა."
მაიკლ ჯაქსონი

"მუსიკას შეუძლია შეცვალოს სამყარო, რადგანაც მას შეუძლია შეცვალოს ადამიანები."
ბონო(ჰოლ დევიდ ჰიუსონი)

"მადლობა ღმერთს, რომ არსებობს წიგნები, მუსიკა და საერთოდ ყველაფერი,რაზეც შემიძლია ვიფიქრო - ჩარლი გორდანი"
დანიელ კისი

"ცხოვრება ლამაზი მელოდიასავით არის, მხოლოდ ტექსტი აქვს არეული."
ჰანს კრისტიან ანდერსონი


"მე ჩემს ცხოვრებას მუსიკის საზღვრებში ვხედავ."
ალბერტ აინშტაინი

"სიყვარული მუსიკაზე აწყობილი მეგობრობაა."
ჯექსონ პოლოკი

"მუსიკა სხვანაირად ჯღერს მისთვის, ვინც მას ასრულებს. ეს არის მუსიკოსის უბედურება."
პატრიკ როთფუსი

"მითხარი რას უსმენ და გეტყვი ვინ ხარ შენ."
ტიფანი დებარტოლო

"ნებისმიერი კარგი მუსიკა უნდა იყოს ინოვაცია."
ლეს ბაქსტერი


"მუსიკა არ ცვლის სიტყვებს. ის უბრალოდ ფონს აძლევს მას."
ელი ვისელი


გამოთქმები მუსიკაზე

რა არის მუსიკა?




 რა არის მუსიკა? სიმართლე გითხრათ, არასდროს მიცდია ამ კითხვაზე პასუხი გამეცა... მუსიკა ეს არის ხელოვნების სახე, რომელიც ჩვენს ფანტაზიასა და წარმოსახვაზეა დაფუძნებული და ჩვენს ფსიქიკაზეც აქტიურად მოქმედებს. იგი ხომ ადამიანთა ემოციურ მდგომარეობას გადმოსცემს... მუსიკა ადამიანის ნაწილია და ალბათ მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა სამყაროს არსებობა, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვფიქრობ და ალბათ ბევრი დამეთანხმება.
 რატომ არის, რომ ქუჩაში მოსიარულე ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ყურთსასმენები უკეთია და მუსიკას უსმენს? რატომ არის, რომ სახლში ყოფნისას - კომპიუტერთან, ტელევიზორთან ძალიან ხშირად მუსიკას ვუსმენთ? სწორედ იმიტომ, რომ მუსიკა ადამიანის განუყრელი ნაწილია და ყოველთვის ასე იქნება.  ჰეინრიხ ჰაინეს სიტყვებს მოვიყვან მაგალითად და გეტყვით,  რომ "სადაც სიტყვები მთავრდება, იქ მუსიკა იწყება"... მუსიკა სიჩუმეს, სიცარიელეს ავსებს...
 მუსიკა უბრალოდ ალამაზებს ცხოვრებას...